90-იანების ახალგაზრდული საღამო - „ყურსასმენების თაობა“ ზუგდიდის ცენტრალურ ბიბილიოთეკაში შედგა. კარაოკე-ფართი, ექსკლუზიური თამაშები, ელექტრონული მუსიკა, სახალისო აქტივობები, ცეკვის ფართი, ფილმის ჩვენება წიგნის მოყვარული ახალგაზრდების ჯგუფ B612- ის ორგანიზებით გაიმართა.
მუსიკალურ მელო-ვიქტორინაში გაჟღერდა გასული საუკუნის 90-იანების ჰიტები.