ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის ახალი პროექტი „აუდიტორია-აბიტურიენტი“ დაიწყო. პროექტის პირველმა სტუმარმა ფილოლოგიის დოქტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა, ქალბატონმა ნესტან ფიფიამ ახალგაზრდებისთვის წაიკითხა ლექცია თემაზე - „სხვა ნიშან-წყალის“ პერსონაჟები ილია ჭავჭავაძის ორ მოთხრობაში („სარჩობელაზედ“ და „ოთარაანთ ქვრივი“). ქალბატონმა ნესტანმა ისაუბრა ილიას ორი მოთხრობის სახისმეტყველებაზე, მათ განსხვავებულ - „სხვა ნიშან-წყალის“ პერსონაჟებზე - ოთარაანთ ქვრივის ერთადერთი ვაჟიშვილის - გიორგისა და ბეჟანის უმცროსი ძმის სახეებზე, პერსონაჟთა იერ-სახის „მარილიანობასა“ და ცხოვრების გზის სიძნელეზე ჩაკეტილ სოციუმში. აბიტურიენტებისთვის საჯარო ლექციები სხვადასხვა საგნებში გაგრძელდება.