ცხელი ზაფხულის საბიბლიოთეკო ლაშქრობები ზუგდიდის ბიბლიოთეკასთან ერთად გრძელდება. ბიბლიოთეკასთან არსებული წიგნის მოყვარული ახალგაზრდების ჯგუფი B612-თავისი აქტივობებით ამჯერად დალაშქრავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის კურორტ სქურს.
საბიბლიოთეკო ლაშქრობის ფარგლებში სქურის ულამაზეს ხეობაში, მდინარე ჭანისწყლის სანაპიროზე, პირველად იგეგმება წიგნების ზიპლაინი.
ეთნოგრაფი იოსებ შენგელია წაიკითხავს საჯარო ლექციას სქურის ხეობაში არსებულ ისტორიულ ძეგლებზე.
გაცოცხლდება ძველი და დღესდღეობით მივიწყებული ხალხური თამაშობანი:მენჩურუა, გინოსხაპანაია, თხირიში ორკინაია, კანჯალი, ტურაში უღუ, კანჯალიი უღუაჯი, ყაბახი, ცუნდუა, წიწიკვაკვა, ხინტკირია
საბიბლიოთეკო ლაშქრობაში მონაწილეობის მსურველებს გელოდებით კურორტ სქურში.