ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის ორგანიზებით ცენტრალურ ბულვარში, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო ბიბლიოთეკა ღია ცის ქვეშ.
სხვადასხვა ასაკის მკითხველები შემოუერთდნენ ღია ბიბლიოთეკას, წაიკითხეს წიგნები, გაეცნენ ახალ ლიტერატურას, ისაუბრეს წიგნიერებაზე და ერთმანეთს გაუზიარეს წიგნიერი ემოციები.