განტვირთვა იოგას გაკვეთილებით სკოლის მოსწავლეებისთვის ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შედგა. დამღლელი სასწავლო კვირის ბოლოს იოგას ინსტრუქტორმა ანა კაპანაძემ ახალგაზრდებს იოგას პრაქტიკული გაკვეთილი ჩაუტარა. ქალბატონმა ანამ ახალგაზრდებს შეასწავლა მარტივი და საშუალო სირთულის ასანები, გაუზიარა მათ სასარგებლო რჩევები. დაიგეგმა იოგას გაკეთილების ჩატარება თვეში ერთხელ.