ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მკითხველთა დასმა მინი - სპექტაკლი - „დრო“ წარმოადგინა. ბიბლიოთეკაში საკუთარ თავზე მუშაობის, ახლის შემეცნების დრო დადგა. ბიბლიოთეკამ კვლავ მოუხმო მკითხველს უკვე ახალი ამპლუით. სპექტაკლის მიხედვით, მთავარია ცხოვრების ყველა ეტაპზე შევინარჩუნოთ სიყვარული. წარმოდგენის მოქმედმა პირებმა: გურამ (გუკა) კონჯარიამ, ნინი იზორიამ, მარიამ ჩქოტუამ და ლიზი სამუშიამ დამსწრე საზოგადოების აპლოდისმენტები დაიმსახურეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ წარმოდგენაში წამყვანი როლი აუტისტური სპექტრის მქონე ახალგაზრდა გუკამ ითამაშა.