ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა დოკუმენტური ფილმის - „სოხუმის ფეხბურთელი მერის“ ჩვენება.
შეხვედრას ესწრებოდნენ ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ „ოდიში-1919“ U15-ის ახალგაზრდა ფეხბურთელები და კლუბის ხელმძღვანელები.
ფილმის ჩვენებამდე ჩატარდა საჯარო ლექცია საქართველოს ეროვნულ გმირზე - გურამ გაბისკირიაზე. ახალგაზრდებმა მოისმინეს მისი ცხოვრების, თავდადებისა და გმირობის ამბები.
პირდაპირი ჩართვით ნორჩ ფეხბურთელებს გაესაუბრა ფილმის სცენარის ავტორი, მწერალი ნანა ქარდავა. მან გაიხსენა თავისი სოხუმელი მეზობლის - გურამ გაბესკირიას განვლილი გზა და ისაუბრა მის მნიშვნელოვან მიღწევებზე. სწორედ ასეთ რეალურ ისტორიებზე აიგო ფილმი.
ფილმმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა ახალგაზრდებზე. აღსანიშნავია, მსგავსი ისტორიების მნიშვნელობა ახალგაზრდების ცნობიერების ჩამოყალიბებაში.

