საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა საბავშვო პერფორმანსი - „წიგნის ექიმები“.
პატარებმა სცენაზე გააცოცხლეს ბიბლიოთეკა და წიგნები, რომელთაც საკუთარი ისტორიები აქვთ.
ძველმა ხელნაწერმა, მტვრიანმა და დავიწყებულმა წიგნებმა ჩუმად გვიამბეს თავიანთი ამბები, როგორ ცხოვრობენ, რას გრძნობენ, როგორი ზრუნვითა და სიყვარულით „კურნავენ“ წიგნის ექიმები დაზიანებულ წიგნებს, რათა მათ კვლავ გააგრძელონ ცხოვრება მკითხველთან ერთად.
საბავშვო პერფორმანსში მონაწილეობდნენ:
ძველი ხელნაწერი - ნინა ღურჯია (ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლე);
დავიწყებული წიგნი - გვანცა ღურჯია (ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლე);
მტვრიანი წიგნი - ანასტასია შენგელია (ცაიშის საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლე);
მტვერი - ალექსი სუბელიანი (ონარიის საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლე);
ექიმი - ანასტასია საჯაია (ურთის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლე);
ბიბლიოთეკარი და ექიმის დამხმარე - ჯინნა - მარია ჯიქია (ზუგდიდის I საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლე).
„წიგნის ექიმები“ ესაა ისტორია ზრუნვასა და იმ სიყვარულზე, რომელიც წიგნებს აცოცხლებს.
საბავშვო პერფორმანსის მონაწილენი დაჯილდოვდნენ სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით.
