ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა პროექტ „მეგზურის“ წარდგენა, რომელიც მიზნად ისახავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული შესაძლებლობების გამოვლენასა და გაძლიერებას.
პროექტი წარადგინა საქართველოს სკაუტების ვიცე - პრეზიდენტმა გიორგი ჭეჟიამ, რომელმაც მიმოიხილა „მეგზურის“ საქმიანობის ძირითადი მიმართულებები: სოფლის ტურიზმი და ეკოტურიზმი.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა საუბრები ტურიზმის ინდუსტრიასა და იმ პოტენციალზე, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტს გააჩნია ამ მიმართულებით.
ყურადღება გამახვილდა პროექტ „მეგზურის“ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო სიახლეზე - ესეების კონკურსზე, რომლის 5 გამარჯვებული ეკობანაკის საგზურით დაჯილდოვდება.
დაანონსდა ტურისტული გზამკვლევის - როგორ ჩავერთო სოფლის ტურიზმში? ასევე ონლაინ პლატფორმის - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტურისტული მარშრუტი - შექმნის შესახებ.