ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკისა და წიგნისმოყვარული საზოგადოება B612-ის ორგანიზებით ჩატარდა ახალგაზრდული საქმიანობის 2025 წლის ანგარიში.
პრეზენტაციით წარმოდგენილი იყო წიგნისმოყვარულთა საზოგადოებისა და ბიბლიოთეკის მიერ მიმდინარე წლის მანძილზე განხორციელებული ახალგაზრდული პროექტები და აქტივობები.
როდესაც წინასაახალწლო განწყობა ახალგაზრდულ შემართებას ერწყმის, ყველაზე ფერადი და სასიამოვნო საღამოს იდეა იბადება.
საშობაო საანგარიშო საღამო დახუნძლული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით:ელექტრონული მუსიკა; შეავსე დღიური, რომელიც „12 საშობაო სურვილთან“ ერთად დარჩება შენს ქალაქს; წიგნების ნაძვის ხის ანთების ცერემონია; საუბრები ლიტერატურაზე; წლის შემაჯამებელი ვიდეოკოლაჟი; ექსკლუზიური თამაში ,,წიგნმჩუქნია"; ბიბლიოთეკის მხარდამჭერთა დაჯილდოების ცერემონიალი. ეს ყველაფერი სასიამოვნო მუსიკის ფონზე დაუვიწყარ მოგონებებად იქცა.
მსურველებმა „ზუგდიდის საშობაო დღიურში“ გააკეთეს ჩანაწერები, რომლებიც დარჩება ქალაქს.

