26 იანვარს ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიხსნება ზუგდიდელი მხატვრის ვალოდია კლდიაშვილის პერსონალური გამოფენა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ბატონი ვალოდიას ფერწერული ნამუშევრები, პორტრეტები, პეიზაჟები და ნატურმორტები.
ვალოდია კლდიაშვილის პერსონალური გამოფენა გაგრძელდება 30 იანვრის ჩათვლით. გამოფენაზე შესაძლებელი იქნება წარმოდგენილი ნამუშევრების შეძენა.

