ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა ისტორიკოსის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიმართულების ხელმძღვანელის, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორის ანტონ ვაჭარაძის საჯარო ლექცია თემაზე 1937-1938 წლებში მიმდინარე „დიდი ტერორის“ შესახებ. ანტონ ვაჭარაძემ პრეზენტაციის ფონზე ისაუბრა 1930-იანი წლების რეპრესიებზე, ჩვენი ქვეყნის ტრავმული პერიოდის დახვრეტილთა მასობრივ სამარხებზე, მათი გახსნისა და ეგზჰუმაციის მიმდინარეობაზე.
ნაჩვენები იყო რადიო თავისუფლების ფილმი - „დახვრეტილთა სასაფლაო“. ფილმის გადაღებაში პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის წარმომადგენლები იყვნენ ჩართული.