ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა საბავშვო მწერალ ლელა გაბურთან. პროფესიით ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ლელა გაბური 90-იანი წლებიდან დღემდე ეწევა აქტიურ შემოქმედებით და სამეცნიერო მოღვაწეობას. ქალბატონ ლელას გამოცემული აქვს 5 პოეტური კრებული, 4 საბავშვო წიგნი და არაერთი სამეცნიერო ნაშრომი მედიცინის ისტორიის, ხევსურული ფოლკლორისა და რელიგიის ისტორიის საკითხებზე. ლელა გაბურის პოეტურ კრებულს 1998 წელს „ყამარის ლექსი“ მიენიჭა მწერალთა კავშირის წლის პრემია; მისი ორი საბავშვო წიგნი იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის კონკურსის ნომინანტია.
ლელა გაბური ბავშვებს ესაუბრა შემოქმედებით საქმიანობაზე, თავის პოეტურ კრებულებსა და საბავშვო წიგნებზე. ზუგდიდელმა მკითხველებმა წაიკითხეს ავტორის ლექსები.