„ელაპარაკე ახალგაზრდებს ბიბლიოთეკაში“ პროექტის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მეწარმე მაია ბულიასთან შედგა.
ქალბატონმა მაიამ ისაუბრა თავის სამეწარმეო საქმიანობაზე და იმ საგრანტო პროგრამებზე, რომლებითაც თავად ისარგებლა. გაეროს ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში მაია ბულიამ ისწავლა იტალიური ყველის - კაჩოტას დამზადების ტექნოლოგია, რომელსაც როგორც ტრენერი უზიარებს ანაკლიელ ქალებს. ანაკლიაში, ოჩამჩირის ქუჩა, რომელსაც სახელი ქალბატონ მაიას ინიციატივით დაერქვა, ცნობილია მეცხოველეობის განვითარებისა და იტალიური ყველის - კაჩოტას კულტურის დანერგვით. ქალბატონმა მაიამ ახალგაზრდები თავის ფერმაში მიიწვია და მათთან ერთად იტალიური ყველის დამზადების მასტერკლასი დაგეგმა.