ზუგდიდის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ უმასპინძლა ბავშვებს, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება. ბავშვები ადგილზე დაეუფლნენ სააღდგომო კვერცხზე წიგნის მოხატვის, მისი მოსართავი მცირე დეკორების მომზადების ხელოვნებას.
თექის სახელოსნო „იალაღის“ ხელმძღვანელმა, პედაგოგმა, ქალბატონმა მარინა ქარდავამ ბავშვებს სააღდგომო დეკორაციების ხელოვნება გააცნო. წიგნის მოყვარული ახალგაზრდების ჯგუფ B612-ის წევრებმა მინიატურული წიგნებით მორთეს სააღდგომო კვერცხები.
ბიბლიოთეკამ 20 ბავშვს სააღდგომო სასაჩუქრე კალათა გადასცა.
საქველმოქმედო საღამოს გენერალური სპონსორია მარგი დიზაინი.