ბიბლიოთეკის სიახლეები

სამი  წიგნი, სამი ავტორი

      2011 წლის  4 მაისს  ცენტრალური ბიბლიოთეკის  სამკითხველო  დარბაზში  ჩატარდა  წიგნის  საერთაშორისო  დღისადმი   მიძღვნილი ღონისძიება (შემსრულებლები-აბონემენტის განყოფილება და ავტომატიზაციის კაბინეტი), რომელიც შედგებოდა  ორი ნაწილისაგან:

1. პრეზენტაცია:

„სამი წიგნი, სამი ავტორი“

წარმოდგენილი იყო  შემდეგი წიგნები:

2. გამოფენა-დათვალიერება:

„ავტოგრაფიანი  წიგნები“

       ღონისძიების ამ ნაწილში  წარმოდგენილი იყო აბონემენტის ფონდში დაცული ავტოგრაფიანი წიგნები. (ჭ. ამირეჯიბის,  რ. ამაღლობელის,  ლ. ბუღაძის,  ლ. სანიკიძის,  ვ. გურულის, ა. ტუღუშის და სხვათა ავტოგრაფებით).

      წიგნების ჩვენება მიმდინარეობდა  ეკრანზე პროექტორის საშუალებით.


 

    2011 წლის  1 ივნისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური  ბიბლიოთეკის  სამკითხველო დარბაზში  საბავშვო განყოფილებისა და ბავშვთა ოთახის ერთობლივი  ძალებით   ჩატარდა ბავშვთა დაცვის  საერთაშორისო  დღისადმი  მიძღვნილი  ღონისძიება.  მისი პირველი  ნაწილი ეხებოდა  წმინდა  ნინოს ცხოვრებას (მიეძღვნა ნინოობას).  ბავშვებსა და დამსწრე  საზოგადოებას  ამ თემაზე  საინტერესო  საუბრები ჩაუტარა ბიბლიოთეკის რელიგიის  განყოფილების  თანამშრომელმა-კლარა  ზვამბაიამ.   ასევე მათ ნახეს  წმინდა  ნინოს ცხოვრების ამსახველი ფილმი.

    ღონისძიების მეორე  ნაწილი კი უშუალოდ ბავშვთა დაცვის დღეს მიეძღვნა. ბიბლიოთეკამ წარმოადგინა  გამოფენა სახელწოდებით - „ჩვენ ვართ ბავშვები,  ჩვენ  ვართ მსოფლიო!“  გამოფენილ იქნა ბიბლიოთეკის  აქტიურ მკითხველთა  და  შემოქმედ  ბავშვთა  ფოტოები.  გაკეთდა  ბროშურა  „ჩემი  უფლებები“,  რომელშიც  შეტანილი იყო  გარკვეული მუხლები  ბავშვთა უფლებებიდან. დაურიგდა ყველა  ბავშვს. 

 


 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში 29 აგვისტოს გაიხსნა  საზაფხულო სკოლა. მასში მონაწილეობას ღებულობდნენ ამერიკული კუთხის აქტიური მკითხველები. საზაფხულო სკოლის ფარგლებში ჩატარდა ლექციები, როგორც ამერიკული კუთხის თანამშრომლების, ასევე მოხალისე ახალგაზრდებისა  და მოწვეულ სტუმრების მიერ. დასასრულს ბავშვებს ჩაუტარდათ ტესტირება, მათ  მოინახულეს ზუგდიდის დადიანების სასახლე, ბოტანიკური ბაღი და ასევე პროექტის ბოლოს დაიგეგმა ექსკურსია სათაფლია-გელათი. 

       2 კვირის ნაყოფიერი მუშაობა 13 სექტემბერს დასრულდა ლამაზი საღამოთი, რომელშიც ამ სკოლის ბავშვებმა დამსწრე საზოგადოებას წარმოუდგინეს თავიანთი შემოქმედება.     


 

2011 წლის  15-16 სექტემბერს  ილია ჭავჭავაძის სახელობის  ქუთაისის  სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ჩატარდა  III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 150 წლისთავს.

      კონფერენციის მოხსენებათა თემატიკა იყო: 1. ბიბლიოთეკათმცოდნეობა და 2. ქართველოლოგია

      ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  ცენტრალური ბიბლიოთეკიდან  კონფერენციაში მონაწილეობდნენ ავტომატიზაციის კაბინეტის ხელმძღვანელი - ირმა კვირკვია   და აბონემენტის განყოფილების გამგე - ინგა ქარჩავა.

         ქართველოლოგიის  დარბაზში  გამართულ სექციურ სხდომაზე  მოხსენება წაიკითხა  ი. კვირკვიამ თემაზე-„თანამედროვე  ტექნოლოგიები ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში.“   მან ისაუბრა ბიბლიოთეკაში  დანერგილ სიახლეებზე, სერვისის ახალ ფორმებზე,  რომლებიც ახალი ტენოლოგიების მეშვეობით ხორციელდება.

      კონფერენციამ ჩაირა მშვიდ და საინტერესო ატმოსფეროში.

   


 ქართული ბეჭდური მედიის წარსული და აწმყო

 

     2011წლის 31 ოქტომბერს „ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს“ და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში  გაიხსნა გამოფენა „ქართული ბეჭდური მედიის წარსული და აწმყო“. ეს გამოფენა პირველად საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 2011 წლის 2-5 მაისს ჩატარდა. იგი   მედიის თავისუფლების მსოფლიო დღეს ეძღვნებოდა.     

     საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოში გამოცემული ბეჭდური  პერიოდული გამოცემების ყველაზე სრულყოფილ კოლექციას ფლობს. მასში დაცულია მასალები 1819 წლიდან დღემდე. გამოფენაზე 100–ზე მეტი ექსპონატია წარმოდგენილი, მათ შორის ფოტომასალა და ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული გამოცემების ასლები. 31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს  გამოფენას თან  დაერთო  შემეცნებითი პრეზენტაციები ქართული პრესის განვითარებაზე, ქართულ მედიაში რეკლამის განვითარების ისტორიაზე. ასევე წარმოდგენილ იქნა ქართული გაზეთების ელექტრონული კატალოგი და ქართული ჟურნალების ციფრული ბიბლიოთეკა.  გაიმართა რამდენიმე დისკუსია ბიბლიოთეკების, მედიისა და არასამთავრობო სექტორის მომავალი თანამშრომლობის თემაზე.

        ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში დაგეგმილი გამოფენა ორ კვირას გაგრძელდება.