11/11/21

გია ხუბუას ახალი წიგნების - „სდექ, წითელია!“ „ფარული განზომილებანი“ და „ნიჟარები“ წარდგინება გაიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დარბაზში.
ბატონმა გიამ ისაუბრა წიგნების შექმნის ისტორიაზე და გაიხსენა სხვადასხვა ეპიზოდი.
ავტორის მიერ განვლილ გზაზე, მისი შემოქმედების სახასიათო სახეებზე, მის მიერ წარმოჩენილ ჩვენი კუთხის რეალურ სურათებზე ისაუბრეს მწერლის მეგობრებმა - ლაშა გვასალიამ, გელა მამფორიამ, ლია ნაროუშვილმა, ნესტან ფიფიამ, კლიმენტი კიკალიშვილმა.
გია ხუბუას ახალი წიგნები ბიბლიოთეკაშია და ელოდება მკითხველს.