19 სექტემბერს Radio Odishi+ | FM 102.9 -ის პირდაპირ ეთერში გადაცემაში: „ახალგაზრდები პრობლემატური საკითხების პირისპირ“ ნინი შამუგიას სტუმარი იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ციფრული ტექნოლოგიებითა და ელექტრონული რესურსებით მომსახურების განყოფილების უფროსი ირმა კვირკვია თემით : " ბ612 - წიგნის მოყვარულთა საინიციატივო ჯგუფი "
გადაცემაში მთავარი აქცენტი გაკეთდა ბიბლიოთეკაში წიგნის მოყვარული ახალგაზრდების მიერ შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე- ბ612, მათ მიერ განხორციელებულ პროექტებზე - წიგნისადმი მიძღვნილი სოციალური აქციები, საჯაროდ კითხვის დღეები, ბარბექიუ ტური, საბიბლიოთეკო ბანაკები, წიგნების ეკრანიზებული კინოჩვენებები და სხვა.