11/08/21

8️ნოემბერი დიდი ილიას დაბადების დღეა. ამ თარიღს ეხმიანება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მ. მამარდაშვილის სახელობის ციფრული ბიბლიოთეკის კოლექციის რესურსი, როგორიცაა ილია:ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე. კოლექციების შექმნაზე ეროვნული ბიბლიოთეკის რამდენიმე განყოფილებაა ჩართული, თანამშრომელთა ჯგუფებით: ქართველოლოგიის განყოფილება, ბიბლიოთეკათშორისი განყოფილება და ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი“. ზუგდიდის ბიბლიოთეკაც აქტიურად ჩაერთო ამ პროცესში.
ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული კოლექციის გამორჩეულ ნაწილსა და მისი განვითარების გეგმებზე გიო კილაძემ ისაუბრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ზუმ -კონფერენციაზე.