10/12/21

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრი სასოფლო ბიბლიოთეკებში ახალი კუთხეების მოწყობას გეგმავს.
ამჯერად სიახლე იწყება ჭკადუაშიდან.
ცნობილია, რომ თავის დროზე მიურატებს საფრანგეთიდან კლიმატოლოგი მოუწვევიათ სამეგრელოს ბუნებრივ-სამეურნეო პირობების გათვალისწინებით ვაზის ადგილობრივი ჯიშის ოჯალეშის პლანტაციების გასაშენებლად.
XIX საუკუნის მიწურულს თითქმის სრულიად გადაშენებული ოჯალეშის ვაზი ხელახლა მოუშენებიათ ჭკადუაშში, რომლიდანაც საუკეთესო ღვინო დაუყენებიათ.
ჭკადუაშის სასოფლო ბიბლიოთეკაში იგეგმება ოჯალეშის კუთხის მოწყობა, სადაც ნებისმიერ მკითხველს შეეძლება წიგნთან ერთად დააგემოვნოს ოჯალეშის ღვინო და გაეცნოს სოფლის მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიას.
პროექტში თანამშრომლობისათვის მოწვეულ იქნა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ეკა ანთია, ავტორი წიგნისა „ჭკადუაში - ჩინებულთა კერა და მიურატთა ნავსაყუდელი“, რომლის საჯარო ლექციებსაც პერიოდულად მოისმენს მკითხველი.