ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის ისტორია

 

  XIX საუკუნის მეორე ნახევარში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ დაიწყო აქტიური მოღვაწეობა სახალხო ბიბლიოთეკების შესაქმნელად. აქტიურად იღწვოდა ზუგდიდის საზოგადოებაც. მწიგნობრობის ტრადიციებს ღრმა ფესვები ჰქონდა გადგმული სამეგრელოს შორეულ წარსულში. პირველი ბიბლიოთეკა ზუგდიდში შეიქმნა 1887 წელს, რომლის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა 1888 წელს გაზეთებში ,,ივერია და ,,დროება.

 

მეტად საინტერესო ისტორია აქვს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკას, ის მემკვიდრეა იმ სამკითხველოსი, რომლის გახსნისათვის ზრუნვა ზუგდიდის თეატრალურმა საზოგადოებამ ითავა 1899 წელს და ამავე წლის 25 მარტს სპეციალურად დაქირავებულ კ. უკავას სადურგლო სახელოსნოს დარბაზში განახორციელა თეატრალური დადგმა. არმოდგენილ იქნა რ. ერისთავის ,,გაყრა. ს იყო პირველი წარმოდგენა ზუგდიდში, რომლის დადგმა ნიკოლოზ ბუკიას მოგონებით ემსახურებოდა ორ მიზანს, ერთის მხრივ თეატრალური განათლების შეტანას მოსახლეობაში, მეორეს მხრივ იგი ეკონომიკური მიზნითაც იყო ნაკარნახევი, წარმოდგენის დადგმით ახალგაზრდობა ცდილობდა საჭირო თანხების შეგროვებას სახალხო სამკითხველოს ასაშენებლად.

 

ჯერჯერობით ჟურნალ-გაზეთების წაკითხვა შეიძლებოდა მხოლოდ ტ. თოხაძის სტამბაში. ას გამოწერილი ქონდა თითქმის ყველა ქართული ჟურნალ-გაზეთი და სტამბის ერთ კუთხეში მიდგმული მაგიდა სამკითხველოს მოვალეობას ასრულებდა, მაგრამ თოხაძემ მწირი შემოსავლების გამო შეწყვიტა ჟურნალ-გაზეთების შეძენა. უგდიდის ინტელიგენცია ცდილობდა როგორმე გაეხსნა სამკითხველო. იკოლოზ ბუკია იგონებს -,,პირველი სპექტაკლის ხარჯების გასტუმრების შემდეგ დაგვრჩა 125 მანეთი, ამ ფულით შევიძინე მოზრდილი მაგიდა, ორი გრძელი სკამი, რამდენიმე ტაბურეტი, გრაფინი, ჭიქა, ხოლო დარჩენილი ფულით გამოვიწერეთ 2 ცალი ,,ივერია, 2 ცალი ,,კვალი, 2 ცალი ,,ცნობის ფურცელი და რუსული ჟურნალები - ,,კავკაზი და ,,ნივა- (გაზ. ,,მებრძოლი, 1960, 7 აგვისტო). ასე დაიწყო ფუნქციონირება სტამბაში 1999 წლიდან სახალხო სამკითხველომ.      

 

ნიკოლოზ ბუკიას მოგონებიდან ჩანს, რომ თავიდან სამკითხველოში მხოლოდ სცენისმოყვარენი დადიოდნენ, შემდეგში სხვებიც დაეჩვივნენ და გაიზარდა მკითხველთა რიცხვი, აუცილებელი გახდა ცალკე ოთახის დაქირავება.  ახალგაზრდების ჯგუფმა დახმარებისათვის მიმართა შეძლებულ ვაჭარს ტ. აბესაძეს, რომელიც ბევრს ზრუნავდა ზუგდიდის გამშვენიერებასა და კეთილმოწყობაზე. დღევანდელობისთვისაც მისაბაძი და მეტად საყურადღებო ნაბიჯი გადადგა ტ. აბესაძემ, მოიწვია ვაჭრებისა და დაწესებულებათა მოსამსახურეების კრება, სადაც დააყენა სამკითხველოს გახნის საკითხი, მისი წინადადება ყველამ მოიწონა და მის წევრად ჩაეწერა. აქვე არჩეულ იქნა გამგეობა 5 კაცის შემადგენლობით, დაწესებულ იქნა საწევრო გადასახადი 20 კაპიკის ოდენობით. შემდეგ გაიმართა კამათი იმაზე, თუ ვისი სახელი დარქმეოდა სამკითხველოს. იყო სხავადასხვა კანდიდატურა, ნიკოლოზ ბუკიამ წამოაყენა წინადადება სამკითხველოს დარქმეოდა აკაკი წერეთლის სახელი, რომელსაც საზოგადოება სიხარულით შეხვდა და გადაწყდა ბიბლიოთეკას დარქმეოდა  ,,მგოსან აკაკი წერეთლის სახელობის ზუგდიდის ბიბლიოთეკა.

 

შემოწირულობებით, საწევრო ანარიცხებითა და წარმოდგენებით სამკითხველო ძლივს არსებობდა,  ასე მოაღწია 1908 წლამდე. ამავე წელს საქართველოში ტარდებოდა აკაკი წერეთლის მოღვაწეობის 50 წლისთავი, სამკითხველოსთან დაარსებულმა საქველმოქმედო საზოგადოებამ გადაწყვიტა ჩაეტარებინა აკაკის საღამო ორ განყოფილებად. ,,პირველ განყოფილებაში იყო მოხსენება აკაკის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, ხოლო მეორეში დავდგით ,,პატარა კახი. საორგანიზაციო კომიტეტის სხდომაზე გადაწყდა, რომ საღამოდან შემოსული თანხით, რომელიც 900 მანეთს შეადგენდა, დაწყებულიყო ბიბლიოთეკისათვის საკუთარი შენობის აგება. საქველმოქმედო საზოგადოებას დაეკისრა ამ მიზნით ნებაყოფლობითი შემოწირულების შეგროვება, - იგონებს ნიკოლოზ ბუკია. (გაზ. ,,მებრძოლი, 1960, 7 აგვისტო).

 

მიზანი განხორციელდა და ქ. ზუგდიდში, სასტუმრო ,,ოდიშის წინ შუა სკვერში, სადაც საბჭოთა პერიოდში იდგა ლენინის ძეგლი, ხოლო ამჟამად აღმართულია მართლმადიდებლური ქვაჯვარი, ზუგდიდის ინტელიგენციის ინიციატივით აგებულ იქნა ქვითკირის პატარა შენობა. ეს იყო 1912 წელი, იმავე წლის 19 მაისს დაინიშნა ,,წიგნსაცავი-სამკითხველოს გახსნა. 

 

საქართველოში სახალხო ბიბლიოთეკების განვითარების საკითხი ერთიანი ქართული მოვლენა იყო და მისთვის აქტიურად იბრძოდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ ყოველი სახალხო ბიბლიოთეკის გახსნა ზეიმი იყო ქართული საზოგადოებისთვის და ამ ზეიმში მონაწილეობას იღებდნენ ჩვენი ქვეყნის გამოჩენილი, ხალხისათვის საყვარელი ადამიანები.

 

ბიბლიოთეკის გახსნაზე მოწვეულ იქნა აკაკი წერეთელი. ხალხი ფეხზე ადგა აკაკის შესახვედრად. გამოიყო კომისია, რომელიც ორგანიზაციას გაუწევდა პოეტთან შეხვედრას, ამ კომისიაში შედიოდნენ: ი. მუჯირი, ნ. ბერიძე, ნ. დავითაია. ,,19 მაისს, დილის 10 საათზე ეტლით მომავალ მგოსანს სოფელ ცაიშში უამრავი ხალხი შეეგება. ეს შეხვედრა ნამდვილ სახალხო დღესასწაულად გადაიქცა. ყველა მახლობელი სოფლიდან ხალხი კოლექტიურად მოდიოდა. ეტლს, რომელშიც იგი იჯდა, გვირგვინით ამკობდნენ, იგონებს დამსწრე. (ს. ცაიშვილი. 1965. გვ.116).

 

დამსწრის მოგონებაში დეტალურად არის აღწერილი აკაკის სტუმრობა ზუგდიდში. ქალაქის შესასვლელთან აკაკის დახვდა ნ. ბერიძის პატარა გოგონა, რომელმაც მგოსანს ცოცხალი ყვავილებისაგან გაკეთებული ლირა მიართვა და სიტყვა უთხრა. 11 საათზე აკაკი მიიწვია მისმა ნათესავმა ნიკოლოზ დადიან-მინგრელსკიმ. შემდეგ ნიკოლოზ დადიანისა და კომისიის წევრების თანხლებით მივიდა სამკითხველოში, სადაც უამრავ ხალხს მოეყარა თავი.

 

სამკითხველოს აღმოსავლეთ კედელზე ეკიდა დაფნის გვირგვინით შემკობილი პოეტის დიდი ფერწერული პორტრეტი, რომლის ქვეშ მიწერილი იყო აკაკის ლექსი. პოეტი სამკითხველოს შუაგულ დარბაზში იდგა, დარბაზი გახსნილად გამოცხადდა, პოეტი ტაშისცემითა და ვაშას ძახილით ხელში აიყვანეს და მაღლა ატაცებული დაბის საკრებულო დარბაზის სცენისაკენ გააქანეს. სიტყვები წარმოთქვეს ზუგდიდის ინტელიგენციის წარმომადგენლებმა, ვეფხისტყაოსნის ცნობილმა მკვლევარმა, ილიასა და სერგეი მესხის მეგობარმა დავით ჩქოტუამ, ექიმმა მუჯირმა, მასწავლებელმა ნ. ბუკიამ და სხვებმა. წაკითხულ იქნა აკაკის ლექსები, სტუმრის პატივსაცემად გაიმართა სადილი, რომელსაც დაესწრო მაზრის მოწინავე საზოგადოება. სადილის დროს თბილისიდან მიღებულ იქნა წ.კ.გ. საზოგადოებისაგან შემდეგი შინაარსის დეპეშა: ,,ქართველთა შორის წ.კ.გ. საზოგადოება გულმხურვალედ ეგებება და გილოცავთ სახალხო ბიბლიოთეკის გახსნის სასიხარულო მოვლენას, დაე იყოს იგი ცოდნის გამავრცელებელი და დაქსაქსულ ძალთა შემაკავშირებელი დუღაბი (,,სახალხო გაზეთი, 1912. #596). ღონისძიების დასასრულს პოეტმა მოკლე სიტყვა წარმოთქვა.  მეორე დღეს აკაკი ისევ მიიწვია ნიკო დადიანმა და მისმა მამიდამ სალომე მიურატისამ. საუზმის დროს ნიკო დადიანმა სტუმარს პაპის-დავით დადიანისეული ვერცხლის ძვირფასი თასი აჩუქა. საღამოს 5 საათზე აკაკი ზუგდიდიდან გაემგზავრა.

 

ბიბლიოთეკის გახსნა დიდი საქმის დასაწყისი იყო. ამ დღიდან ზუგდიდის საზოგადოება მოწიწებით უვლიდა ბიბლიოთეკას. ეს ბიბლიოთეკა გახდა შემდგომში რაიონის ცენტრალური ბიბლიოთეკა.

 

საბჭოთა პერიოდში მასობრივად დაიწყო კულტურული დაწესებულებების მშენებლობა, ბიბლიოთეკები მასობრივად გავრცელდა სოფლებშიც. შემდგომში საქალაქო ბიბლიოთეკა სარაიონო ბიბლიოთეკად გადაკეთდა, გაიზარდა წიგნადი ფონდი.

ქ.ზუგდიდსა და ზუგდიდის რაიონში 1990 წლისათვის ქალაქის ტერიტორიაზე 18, ხოლო რაიონში 80მდე ბიბლიოთეკა იყო.          

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკას სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ:  ლუდმილა ჭითანავა-ბეჭვაია, ქეთო ცხონდია, თინა ოდიშარია, ნორა იოსავა, აბესალომ ტუღუშ, ქეთინო ჯოლია, ციალა ფაცაცია.

 

ამჟამად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორია მანანა გვარამია.

 

This site was last updated 02/09/11