ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  ცენტრალური ბიბლიოთეკ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  ცენტრალური ბიბლიოთეკა დაარსდა 1990 წელს საკმაოდ კარგი ტრადიციების მქონე ცენტრალური სარაიონო და ცენტრალური საქალაქო ბიბლიოთეკების გაერთიანების შედეგად, ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის გაერთიანების შემდეგ.

ამჟამად  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა 17 სასოფლო ბიბლიოთეკა-ფილიალით, არის განათლებისაკულტურისა და ინფორმაციის გავრცელების მნიშვნელოვანი ცენტრი ქ. ზუგდიდში. ამ საქმეს უძველეს განყოფილებებთან ერთად ემსახურება შედარებით ახალი განყოფილებები, როგორიცაა:

  • ავტომატიზაციის კაბინეტი (ემსახურება ინფორმაციისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას  და ამის დასტურიც - მიმდინარეობს ბიბლიოთეკის ტექნიკური აღჭურვა. ათამდე კომპიუტერი ბიბლიოთეკის სხვადასხვა განყოფილებაში უკვე მკითხველის სამსახურშია),
  • ამერიკის საელჩოს ხელშეწყობით 2007 წელს დაარსებული ამერიკული კუთხე, რომელიც 2009 წელს გაფართოვდა და ჩვენ მივიღეთ თანამედროვე ტიპის უახლსი ტექნიკითა და მაღალი პოლიგრაფიული გამოცემის ლიტერატურით აღჭურვილი კუთხე, აღსანიშნავია, რომ საქართველოში 8 ბიბლიოთეკას აქვს ამერიკული კუთხე და მათ შორისაა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა.
  • ბიბლიოთეკაში არის ბავშვთა ოთახი, სადაც სხვადასხვა ასაკის ბავშვები სწავლისაგან თავისუფალ დროს  ისვენებენ, თამაშობენ კომპიუტერულ თამაშებს და ამავე დროს ეცნობიან უახლეს საბავშვო ლიტერატურას.

 ბიბლიოთეკაში სხვადასხვა მიმართულების რამდენიმე  ახალი პროექტი განხორციელდა. ესენია:

  • ელექტრონული კატალოგის პროგრამა. მიმდინარეობს ელექტრონული კატალოგის შექმნის პროცესი;
  • ქართული ტექსტების გამახმოვანებელი პროგრამა ბუ უსინათლოთათვის;
  • სტუდენტური კუთხის შექმნა (არასამთავრობო ორგანიზაციის მომავლის თაობის მიერ - დონორი სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი);
  • ბიბლიოთეკას გააჩნია უსინათლოთათვის ხმოვანი და ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი  წიგნები, შესაბამისად ამ კატეგორიის მკითველები სარგებლობენ ამ წიგნადი ფონდითა და პროგრამა ბუს მეშვეობით კითხულობენ კომპიუტერში ქართულ ტექსტებსაც. ასეთი წიგნადი ფონდი საქართველოში ათ ბიბლიოთეკას აქვს და მათ შორის ჩვენს ბიბლიოთეკასაც.

     ცენტრალურ ბიბლიოთეკას კარგი ტრადიცია აქვს მასობრივი ღონისძიებების ჩატარების. ბიბლიოთეკა აწყობს ბიბლიოთეკის დღეებს, ტრენინგებს, პრეზენტაციებს, შეხვედრებს, ინიციატორი და შემსრულებელია არაერთი მასობრივი ღონისძიებისა, რომელთა შორის ზოგიერთი უკვე ტრადიციად იქცა და ყოველწლიურად ტარდება. მათ შორისაა:

ვეფხისტყაოსნის საჯარო კითხვა, რომელშიც   მონაწილეობას იღებს ყველა დაინტერესებული პირი

წლის საუკეთესო მკითხველების, საპატიო ბიბლიოთეკარის, წლის საუკეთესო განყოფილების დაჯილდოება;

ყოველ წელს პირველ ივნისს ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ტარდება ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა-დათვალიერება.

 ბიბლიოთეკისგან დაჯილდოებულები სიამოვნებით აღნიშნავენ, რომ ბიბლიოთეკის მიერ გაცემული საპატიო სიგელები და ფასიანი საჩუქრები მათი სიამაყეა.

      2009 წელს  ბიბლიოთეკამ შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოსთან, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებით კომისიასა და აფხაზეთის მთავრობასთან ერთად მოაწყო ჟურნალ საარქივო მოამბის პრეზენტაცია სახელწოდებით კედლის გარეშე.

2010 წელს დაინერგა ღონისძიებების ახალი ციკლი, როგორიცაა:

ზუგდიდის ისტორიული მუზეუმის ხელნაწერთა საცავის გახსნა ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკის მკითხველებისათვის;

 ცოცხალი ბიბლიოთეკა, რომელიც ბიბლიოთეკის ისტორიაში პირველად ჩატარდა 2010 წლის 9 დეკემბერს ღია ცის ქვეშ, ამჯერად ცოცხალი წიგნები იყვნენ ჩვენი ქალაქის საინტერესო ადამიანები.

 

ბიბლიოთეკის სტატუსი

 არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი

 

რეგისტრაცია გაიარა 2007 წლის 17 სექტემბერს

 

 

მოკლე ინფორმაცია

 

სრული სახელწოდება

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა

 

 

ბიბლიოთეკის რეკვიზიტები

 

მისამართი: ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას ქ. 58

   

ტელ: 

(995 215) 5 15 86     

 

(995 215) 2 23 04;

(995215) 5 07 30

(99593) 15 14 70 

      : managvaramia@yahoo.com

 

 ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი

 

დირექტორი - მანანა გვარამია

 

 

ბიბლიოთეკის დაარსების თარიღი

1912 წელი

 

მკითხველთა კატეგორია

 

ყველა კატეგორიის მკითხველი.

  

სამკითხველო  ადგილების რაოდენობა  – 45

 

 ფონდები

 წიგნები  217048

 ჟურნალები-გაზეთები- 25 დასახელების

 

 ბიბლიოთეკის ფართი - 585,1 კვ.მ

  

ბიბლიოთეკის თანამშრომელთა საშტატო ერთეული

 

ცენტრალური ბიბლიოთეკა - 28 თანამშრომელი

 

17 სასოფლო ბიბლიოთეკა-ფილიალი –  19 თანამშრომელი

 

სულ  - 45 თანამშრომელი

 

 

 

   

This site was last updated 07/19/11