ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მიშელ რამიშვილის საჯარო ლექცია - „ნოე რამიშვილი და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია" ჩატარდა. მიშელ რამიშვილი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის შვილიშვილია. მან ისაუბრა ლევილის ქართველ ემიგრანტებზე, ანტისაბჭოთა საქმიანობაზე, იატაკქვეშა მოძრაობასა და საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ოჯახების ისტორიაზე. საჯარო ლექციის მოდერატორი გახლდათ ფილოლოგიის დოქტორი, ქართული ემიგრაციის მეცნიერ-მკვლევარი მარიამ მარჯანიშვილი.